ჩვენს შესახებ

  ყურძნის მოყვანისა და ღვინის დაყენების ტრადიცია ჩვენს მარანში მრავალ წელს ითვლის და თაობიდან თაობას გადაეცემა. მარანი მდებარეობს გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში, ამავე სოფელში ჩვენს მფლობელობაში არსებული 1,5 ჰა. ვენახში ყოველწლიურად მოგვყვავს 10-15 ტონა ყურძენი. 

ესენია: თავკვერი, ჩინებული (ჩინური), გორული მწვანე, ალადასტური, დირბულა, გორულა, ალიკოტი -ბუდეშური, ქიწნულა, იზაბელა.

  მოყვანილ მოსავალს ვწურავთ და ვამზადებთ რამდენიმე სახეობის ღვინოს, როგორც ტრადიციული, ისე ევროპული ტექნოლოგიებით. ყურძნის დაწურვის შემდეგ, დარჩენილი ჭაჭიდან, ასევე ჩვენს ბაღში მოყვანილი სხვადასხვა ხილისგან ვამზადებთ არაყსა და ოჯახურ კონიაკს.

   მარანში შესაძლებლობა გაქვთ დააჭაშნიკოთ საუკეთესო ღვინოები, სურვილის შემთხვევაში , შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ სადილიც.